Leave a comment

ერთერთი ყველაზე ცუდი დღე ჩემ ცხოვრებაში…..


მე არ ვიცი რა დავარქვა ჩემ ასეთ ტკივილს,
მე არვიცი რატომ ვგრძნობდი ასეთ სიყვარულს
ან რატომ მეტკინე ესე ძალიან,უბრალთ ვიცი
რომ დამაკლდა რაღაც მაშინ,როცა გარეთ ყველაფერი ხელახლა იბადებოდა.სულ ერთი სიტყვით მინდა გამოვხატო ყველაფერი ის რასაც ვგრძნობ და განვიცდი:_მადლობა!_ეს იმისთვის რომ დაიბადე,იცხოვრე და კიდე ბევრი რამისთვის:სითბოსთვის,სიყვარულისთვის.
მადლობა__ზიარებისთვის თეტრთან და პოეზიასთან…..მადლობა იმ ემოციისთვის რომელიც მე განვიცადე მაშინ როდესაც პირველად სპექტაკლში გნახე და მინდოდა მხოლოდ მე დამეკრა ბოლოს ტაში და ასე გამომეხატა,დიდი მადლიერება იმ სიამოვნებისთვის რაც მივიღე სცენიდან,ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა…..ასევე იმ ემოციისთვის მადლობა,რომელიც მაშინ განვიცადე,როდესაც შენს პოეზიას ვეზიარე,მადლობა იმ იმედიასთის რომელიც ყოველი ლექსის ბოლოს იგრძნობა და იმიტომაც რომ ის მწარე რეალობა რომელზედაც წერ ღიმილ ნარევი ცრემლით დამანახე….მადლობა ასჯერ,ათასჯერ,ათიათასჯერ,დაუსრულებლად…

Leave a comment